დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ახალ მწვერვალებს იპყრობს - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ახალ მწვერვალებს იპყრობს - მარიამ ქვრივიშვილი

2023-12-11 18:00:46

2023 წელი ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საქართველოსთვის რეკორდულია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან 30%-ზე მეტი მიიღო და რომლის წლის ბოლოსთვის საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლების მოლოდინია. 

„კერძო სექტორთან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარე წელი არის ერთ-ერთი საუკეთესო და შემოსავლების კუთხით კი საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის.

ამაყები ვართ, რომ ჩვენ შევძელით, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის ინდუსტრიის კუთხით, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციის პოლიტიკას, განაპირობა ის, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა ჩვენ შევძელით და არამხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანუ ყველაზე რეკორდული წლის შემოსავლების მაჩვენებელს ტურიზმიდან. როგორც მოგეხსენებათ ტურიზმიდის ინდუსტრიიდან ჩვენმა ქვეყანამ უკვე მიიღო 3.5 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც დაახლოებით 30%-იან ზრდას გულისხმობს 2019 წელთან შედარებით. ჩვენ გაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა წლის ბოლომდე“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ახალ მწვერვალებს იპყრობს, რაშიც სწორი პოლიტიკის როლი უმნიშვნელოვანესია. 

„ტურიზმის ინდუსტრია ახალ მწვერვალებს იპყრობს ჩვენს ქვეყანაში და ასევე საერთაშორისო, გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა თანმიმდევრულად ახდენს ინდუსტრიის განვითარებას. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ თუ რა აქტივობებს ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რომელ ქვეყნებზე ვაკეთებთ სწორებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იწყება ძალიან მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება რეაბილიტაცია ისეთი ქალაქების და დაბების, რომელიც ტურისტულად აქტიური და აქტუალურია. საქართველოს მასშტაბით ხორციელდება არაერთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის როგორიცაა  გუდაურში ახალი საბაგირო კომპლექსის განვითარება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვაწყობთ ახალ სასრიალო ტრასებს, ვავითარებთ ახალ კურორტებს და ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ერთის მხრივ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით. მეორეს მხრივ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოს ტურისტული პროდუქტი და ინფრასტრუქტურა მუდმივად პასუხობდეს საერთაშორისო ისევე როგორც შიდა მოგზაურების მოთხოვნებს და მოლოდინებს. ასევე კერძო სექტორთან ერთად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო ინდუსტრიაში დავიმკვიდროთ და მუდმივად გვქონდეს ჩვენი პოზიციონირება და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის წილს ჰქონდეს წარმოსადეგი წილი გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიაში“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები