დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენთვის და ბიზნესისთვის გამოწვევაა, გავხდეთ ის ტურისტული მიმართულება, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებენ გალფის ქვეყნები - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენთვის და ბიზნესისთვის გამოწვევაა, გავხდეთ ის ტურისტული მიმართულება, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებენ გალფის ქვეყნები - მარიამ ქვრივიშვილი

2024-01-04 17:00:00

ძალისხმევას არ ვაკლებთ, მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ სწორად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გალფის ქვეყნებიდან მეტი ტურისტის მოზიდვის პოტენციალთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მიერ მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, თავად კონკრეტული ქვეყნების ავიაკომპანიებიც დებენ ფინანსურ რესურს, რათა საქართველოს ცნობადობა გაზარდონ.

„ძალიან დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია და საერთაშორისო ტურიზმის დინამიკასაც თუ შევხედავთ, ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს ტურისტულად აქტიურია და ჩვენ სწორებას ვაკეთებთ სამაგალითო ევროპულ ქვეყნებზე, ყველა ცდილობს, რომ გააძლიეროს მარკეტინგული კამპანიები ყურის ქვეყნებში, რადგან ეს ქვეყნები გამოირჩევიან 3 ძირითადი მახასიათებლით. პირველი - ჰყავთ ძალიან ძლიერი გამყვანი ტურისტი, რომელთაც აქვთ ბინადრობის უფლება და ძალიან ხშირად მოგზაურობენ სხვა ქვეყნებში. მეორეა ის, რომ ეს ადამიანები მოგზაურობენ შედარებით ხანგრძლივი პერიოდით, საშუალო ღამის თევის ხანგრძლივობა აქვთ დიდი და მესამე, ეს არის მაღალი მსყიდველუნარიანობა.

მათ აქვთ დიდი წვლილი შეტანილი რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში, შემოსავლების კუთხით. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაკლებთ ძალისხმევას, მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ სწორად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ვიყოთ მუდმივად მოთხოვნადი მიმართულება, რადგანაც საკმაოდ მაღალია კონკურენცია ტურიზმის გლობალურ სექტორში.

ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს თავისი წილი და ცნობადობა ყურის ქვეყნებში და ბუნებრივია, რომ ეს ჩვენთვის, ისევე როგორც ბიზნესისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ ვიყოთ ის არჩეული მიმართულება რომელსაც აირჩევენ და უპირატესობას მიანიჭებენ ამ რეგიონიდან.

მეორეს მხრივ ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ავიაციას ტურიზმის ინდუსტრიაში და ჩვენი წარმატების მთავარი ფუნდამენტი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა ძალიან სწორი მიდგომა, როდესაც ჩვენ გავამარტივეთ სავიზო რეჟიმი ყურის ქვეყნებთან მიმართებაში. იცით, რომ მათი მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან უვიზოდ. ასევე ბინადრობის მქონე პირებიც ჩვენ ქვეყანაში ჩამოდიან უვიზოდ.

ერთის მხრივ მარტივდება ქვეყანაში მოგზაურობა, რადგანაც ქვეყანაში ჩამოსული მოგზაურები გამოირჩევიან განსაკუთრებული უსაფრთხოებით და მსყიდველუნარიანობით.

პირდაპირი ფრენები არის ის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომელიც გაზრდილი ტურისტული ნაკადების გადმოყვანას ჩვენს ქვეყანაში.

დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად, არ არსებობს ქვეყანა საიდანაც პირდაპირი ფრენა არ გვაქვს, როდესაც ყურის ქვეყნებზე ვსაუბრობთ. გვაქვს ძალიან მზარდი სიხშირეები. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საუდის არაბეთის 4 მიმართულებიდან ხდებოდა ფრენები ჩვენს ორ საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში საშუალოდ 45 სიხშირით.

მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილ მოთხოვნას პასუხობდეს გაზრდილი, ან არსებული პირდაპირი ფრენები იმისთვის, რომ რასაც ვაკეთებთ, ვხარჯავთ ქვეყანამ შესაბამისი უკუგება მიიღოს.

მნიშვნელოვანია, ჩვენი ძალიან ახლო და სტრატეგიული თანამშრომლობა ავიაკომპანიებთან. მათ ძლიერი ბაზა აქვთ თავიანთ ქვეყნებში და ძალიან ბევრ საერთო კამპანიებსაც ვაკეთებთ. გულწრფელი უნდა ვიყო, რომ ისინიც ძალიან დიდი ფინანსურ რესურს დებენ იმაში, რომ საქართველოს ცნობადობა მათაც გაზარდონ. ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი, კერო, საჯარო თანამშრომლობის მაგალითია ყურის ქვეყნების ისევე როგორც ევროპულ ავიაგადამზიდავებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენს ქვეყნის ტურიზმში, ისევე როგორც ავიაციაში, ყოველი თვე წინა თვეზე უკეთესია“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები