დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს ექსპერტის რანგში პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს ექსპერტის რანგში პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2024-04-12 13:38:00

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ, ევროპის საბჭოს მედიის და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI), ასევე, ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის (MSI-eSEC) შეხვედრაში, როგორც ექსპერტული კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში, კომიტეტმა განიხილა ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელებისა და მომხმარებლების გაძლიერების შესახებ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც კომიტეტის მანდატის ამოწურვამდე უნდა მომზადდეს და წარედგინოს CDMSI-ის. ამასთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს როგორც კომიტეტის მიზნებსა და სამუშაო მეთოდებზე, ასევე უფლებამოსილების სფეროსა და 2024-2025 წლებში განსახორციელებელ გეგმებზე. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარის და ვიცე-თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისურაძე ექსპერტული კომიტეტის წევრად ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის 24-ე სხდომაზე, 31 ხმით იქნა არჩეული.  კომიტეტი მედიისა და ინფორმაციული საზოგადოების მიმართულებით, აქტუალურ საკითხებზე ევროპის საბჭოს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზეა პასუხისმგებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები