დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

ComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

2024-04-02 11:17:00

სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტისთვის საჯარო ლექცია „მედია გარემო და მედიის რეგულირება" ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე განხილული იყო თუ როგორია ქვეყნის მედია პოლიტიკა; რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად; ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედია სტანდარტის გაუმჯობესების პროცესში.

მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საჯარო ლექციები საქართველოს მასშტაბით უკვე ხუთ უნივერსიტეტში ჩატარდა და მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები