დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა თსუ-ში მედიაწიგნიერების შესახებ ლექცია ჩაატარა

ComCom-მა თსუ-ში მედიაწიგნიერების შესახებ ლექცია ჩაატარა

2024-03-25 11:16:00

ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში" ჩაატარა, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

ლექციის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გაეცნენ ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის, ნამდვილი ამბისგან გარჩევისა და რეალური ინფორმაციის დადგენის მეთოდებს, ასევე, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის მაგალითებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის როლი და განხორციელებული პროექტები.

მედიაწიგნიერების შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები