დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დახლებზე წვდომა შეგვეზღუდა, ქსელურ მარკეტებში ვერ შევდივართ - ,,კეთილი და პატიოსანი"

დახლებზე წვდომა შეგვეზღუდა, ქსელურ მარკეტებში ვერ შევდივართ - ,,კეთილი და პატიოსანი"

2023-11-29 14:00:51

ადგილობრივ ბაზარზე ,,კეთილი და პატიოსანის" რეალიზაციის გეგმა  შეიცვალა. წლის ბოლოს პროდუქცია ფაქტობრივად თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში უნდა შესულიყო, მაგრამ მათი რაოდენობა რეალურად სამს ვერ გასცდა. კომპანიის მიერ გამოშვებული წვენები, სოუსები ,,პოპორელის" ბრენდით, გეზს სავარაუდოდ, ექსპორტისკენ აიღებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ Business Insider Georgia- თან ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქცია იყიდება ,,ევროპროდუქტში", ,,ფრესკოსა" და ,,ვან პრაისში",  დანარჩენ სუპერმარკეტებში განთავსების საკითხი გაიყინა.

,,სამი სუპერმარკეტის დახლებზე ვართ წარმოდგენილი, როდესაც ბაზრის დიდი წილის მოცვას ვგეგმავდით.  ისე მოხდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობა შეგვეზღუდა.  ქსელებში  ვერ შევდივართ, რადგან თავიანთი პროდუქცია აქვთ. კონკურენციის საკითხი, არ აწყობთ ჩვენი შესვლა, როცა რამდენიმე უკვე თვითონაც ქმნის ანალოგიურ პროდუქტს. ადგილობრივ წარმოებას არ აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთი პროდუქციით შევიდნენ ქსელებში, ასეთი არასახარბიელო მდგომარეობაა.  შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებს ვეძებთ, რომ ამ კუთხით გავაძლიეროთ ნიშა", - ამბობს გიორგი ახალაძე.

კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 - ,,პოპორელის“ სოუსები.

ბრენდი ექსპორტზე გადის აშშ-სა და საფრანგეთში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, რასაც უახლოეს პერიოდში ჩინეთი დაემატება.

„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. 

ამ ეტაპზე კომპანიაში 26 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები