დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერის გამოცემის შემდეგ, პუტინმა ქვეყანა პირველად დატოვა

დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერის გამოცემის შემდეგ, პუტინმა ქვეყანა პირველად დატოვა

2023-10-12 15:40:18

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში ჩავიდა, იუწყება ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჯაფაროვთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში, რომელიც 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და შეხვდება ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, - წერს TASS.

2023 წლის მარტში, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთის პრეზიდენტი  ეჭვმიტანილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტირებაში. მას შემდეგ ვლადიმერ პუტინს ქვეყანა არ დაუტოვებია. მანამდე ცნობილი იყო, რომ პუტინის პირველი ვიზიტი სავარაუდოდ ჩინეთში იქნებოდა, სადაც ოქტომბერში Belt and Road-ის ფორუმი იმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები