დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უახლესი
8 საათის წინ
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე11 საათის წინ
ჩირიფრუტი | სააღდგომო განრიგი12 საათის წინ
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს18 საათის წინ
ტერმინები, რომლებიც ინვესტირების დაწყებისას უნდა იცოდე18 საათის წინ
სააღდგომო სამუშაო საათები თბილისი მოლში