დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებენ 0.4%-ით გაიზარდა

დასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებენ 0.4%-ით გაიზარდა

2024-02-22 13:27:00

2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ აღნიშნულია PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერში“.

ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით არის გაზრდილი.

2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები