დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავამატებთ კოტეჯებს, აუზებსა და საბავშვო სივრცეს - „მტევინოს“ განვითარების ახალი სტრატეგია

დავამატებთ კოტეჯებს, აუზებსა და საბავშვო სივრცეს - „მტევინოს“ განვითარების ახალი სტრატეგია

2024-02-12 11:00:00

თბილისთან ახლოს, ხაშმში მდებარე სასტუმრო „მტევინო“, 2024 წელს სიახლეებს გეგმავს და განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. როგორ „მტევინოს“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ნინი მასპინძელაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, მიმდინარე წელს, სასტუმრო გაფართოებასა და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას გეგმავს. 

„ამ დროისთვის სასტუმროში გვაქვს 5 ნომერი და ერთდროულად 15 ადამიანის განთავსება შეგვიძლია.  ტურისტულად მაღალ სეზონზე გვაქვს დატვირთულობა. კერძოდ, უფრო ზაფხულში და შემოდგომაზე. 

2024 წელს ვგეგმავთ კოტეების დამატებას და ვეცდებით ერთდროულად 55 სტუმრის მიღება შევძლოთ. ასევე შევთავაზებთ სტუმრებს ახალ სერვისს - სტუმრები შეძლებენ დაბადების დღეების, ბანკეტებისა და ქორწილების გადახდას. ასევე ვგეგმავთ, რომ დავამატოთ გასართობი ზონა ბავშვებისთვის. 

ვაპირებთ ორი აუზის დამატებას, რომელიც განთავსდება კოტეების ზონასთან. სტუმრებს აუზის სერვისს ცალკეც შევთავაზებთ“, - ამბობს ნინო მასპინძელაშვილი. 

„მტევინოს“ ლოკაციაზე ასევე კომპანიას აქვს ღვინის ქარხანა, ღვინის მაღაზია და სტუმრებს სურვილის შემთხვევაში კულინარიული მასტერკლასებსაც სთავაზობენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები