დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშღვილის ვიზიტი დაიწყო

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშღვილის ვიზიტი დაიწყო

2023-09-18 09:32:24

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. მომავალი კვირა დაეთმობა მაღალი დონის შეხვედრებს, გაიმართება გენერალური დებატები, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტი, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს.

"ასევე,გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, ის პროგრესი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეფორმების განხორციელების, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები მიღწევის მიმართულებით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრემიერი ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები