დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დედაქალაქში სასმელი წყალი უსაფრთხოა - სემეკის თავმჯდომარე

დედაქალაქში სასმელი წყალი უსაფრთხოა - სემეკის თავმჯდომარე

2023-06-08 13:16:12

როგორც კი აჟიოტაჟი ატყდა, ჩვენ მალევე მივმართეთ წყლის კომპანიას. ვნახეთ და შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პრესკლუბ „მთავარში“ განაცხადა.

„კომპანია ლაბორატორიულად მუდმივად აკეთებს ძალიან ბევრ ანალიზს სხვადასხვა წერტილებში. ლაბორატორიული კვლევებით, დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

დედაქალაქში სასმელი წყალი არის უსაფრთხო. მეც და ყველა ჩვენი თანამშრომელიც ამ წყალს მოიხმარს, როგორც სამსახურში, ისე საცხოვრებელ სახლში, ასე რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად.

ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საჭიროების შემთხვევაში მათ მივმართავთ და ვახდენთ ინფორმაციის გადამოწმებას. ასევე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ მოქალაქეებსაც შეეძლოთ მიემართათ ცხელი ხაზის მეშვეობით მათთვის და მოეთხოვათ სასმელი წყლის სინჯებისა და ნიმუშების აღება, თუმცა როგორც სხვა შემთხვევებშიც ყოფილა, ეს იყო „ფეიკ ნიუსი“, ალბათ ვიღაცას აწყობდა, რომ მოსახლეობას არ მოეხმარა „ჯივიპის“ წყალი და გამოეყენებინა ბოთლებში ჩამოსხმული, შესაძლოა, ასეც ყოფილიყო“, - განაცხადა ნარმანიამ. 

გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ. შეგეხსენებთ, რომ თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ამარაგებს.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები