დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

2023-08-10 15:28:21

საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის ახალი ანგარიშის თანახმად, საბანკო ბაზარზე დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა. 

ანგარიშის თანახმად, ივნისში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 8.4 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა) და 46.7 მლრდ ლარი შეადგინა.

სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 22.0%-ით გაიზარდა, ძირითადად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით.

ივნისში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 392.9 მლნ ლარით (1.7%-ით) გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, მიმდინარე ანგარიშების მატებამ გამოიწვია.

რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 216.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ივნისში, სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 34.9 მლნ ლარით გაიზარდა.

ივნისში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 6.6% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 8.7%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი პრაქტიკულად არ შეცვლილა და 1.0%-ს შეადგენს.

რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, რაც ლარის და ევროს დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის კლებამ განაპირობა.

კერძოდ, რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 11.8% შეადგინა. ევროს დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით 0.8%-მდე შემცირდა. ხოლო, აშშ ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 1.6%- მდე გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები