დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს ბაკურიანს აქვს შვეიცარიის, ავსტრალიისა და იტალიის მსგავსი მთის სათხილამურო ინფრასტრუქტურა - მარიამ ქვრივიშვილი

დღეს ბაკურიანს აქვს შვეიცარიის, ავსტრალიისა და იტალიის მსგავსი მთის სათხილამურო ინფრასტრუქტურა - მარიამ ქვრივიშვილი

2023-12-12 10:00:16

საქართველოს მთავრობამ 300 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე იმისთვის, რომ შეექმნა ისტორიული და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სათხილამურო ინფრასტრუქტურა, - ამბობს  Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ჩაჯდა საერთაშორისო კალენდარში.

„საქართველო ჩაჯდა საერთაშორისო კალენდარში. ამ ოფიციალურ სიაში ვხედავთ ისეთ კურორტებს როგორიცაა შვეიცარიის ცერმატი, რომლის შემდეგაც სიაშია გუდაური...ცერმატი და ბაკურიანი და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომ ამ კურორტების გასწვრივ, თანაბრად და ამაყად საერთაშორისო კალენდარში დღეს ვხედავთ გუდაურსა და ბაკურიანს

რა თქმა უნდა მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო ორივე კურორტისთვის. ერთის მხრივ ჩვენ ვიყავით მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენილი „აითიბი ბერლინზე“, რომელიც ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის ტურისტული გამოფენაა, რამაც დადებითი კუთხით შეცვალა ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება. ამან გაგვაძლიერა ევროპულ ტურისტულ ბაზარზე, განსაკუთრებით გერმანიაში. მეორე მხრივ ჩვენ ვუმასპინძლეთ სპორტის კუთხით ყველაზე დიდ ღონისძიებას, სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში.

ჩემპიონატისთვის ჩვენ რამდენიმე წლიანი სამზადისი გვქონდა. საქართველოს მთავრობამ 300 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე იმისთვის, რომ შეექმნა ისტორიული და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სათხილამურო ინფრასტრუქტურა.

დღეს ბაკურიანს აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ისეთი, როგორსაც ნახავთ შვეიცარიაში, ავსტრალიასა და იტალიაში და მაღალი რანგის კურორტებზე.

ჩვენ შევქმენით მომავლის ინფრასტრუქტურა, რომელიც მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოემსახურება. ასევე ბაკურიანში ავაშენეთ ტბის ორი ხელოვნური რეზერვუარი, იმისთვის რომ კურორტს ჰქონდეს თავისი წყალი, რითაც მოამარაგებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემას.

ბაკურიანში დავამონტაჟეთ 34 კილომეტრზე მეტი მოცულობის გათოვლიანების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური სისტემა ყველა ტრასაზე ფუნქციონირებს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა არის უკიდურესი საჭიროების ფუფუნების საგანი კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ბაკურიანმა შეძლოს და თვითმყოფადი იყოს თოვლის წარმოების კუთხით თუკი ბუნებრივად ამის შესაძლებლობა არ იქნება.

ჩვენი მთის ტრასების კომპანიას ჰყავს მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც შეძლეს და უშუალო ჩართულობით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტებით ააშენეს ახალი ტრასები, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა და ფედერაციასთან ერთად შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლესი შეფასებით ჩაეტარებინათ.

სწორედ ამ უმაღლესმა შეფასებამ განაპირობა შემდგომში ის, რომ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ ინსპექცია გუდაურსა და ბაკურიანში და სვანეთში. საქართველომ დაიმკვიდრა დღეს და მომდევნო წლების განმავლობაში თავისი ღირსეული ადგილი საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატების ბაზარზე“, - ამბობს ქვრივიშვილი.

მისი თქმით, 2024 წელს პირველად გუდაურსა და ბაკურიანში მსოფლიო თასების ჩემპიონატი ჩატარდება და სვანეთშიც გაიმართება მნიშვნელოვანი ჩემპიონატი.

„ეს ერთის მხრივ აღიარებაა, რომ ჩვენი მთები და ინფრასტრუქტურა შეესაბამება შეფასებისას არსებულ კრიტერიუმებს და მეორე მხრივ ეს არის დამატებითი აღიარება ჩვენი ადამიანური რესურსის, მათ შორის მთის ტრასების კომპანიის, კერძო სექტორის, რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ისეთივე სტანდარტით ვუმასპინძლოთ ისეთ ღონისძიებებს, რომელსაც საფრანგეთში კუშაველი ჩვენამდე ერთი კვირით ადრე მასპინძლობს.

ამას თან სდევს ცნობადობის ზრდა, მარკეტინგული დაფარვა. ჩამოდის ძალიან ბევრი ვიზიტორი. დამკვირვებლები და ჟურნალიტები რჩებიან სასტუმროებში, იყენებენ სერვისს, ხარჯავენ ფულს და ტურისტული ეკოსისტემა ამ პერიოდში დიდ სარგებელს იღებს ფინანსურად და მეორეს მხრივ კურორტების ცნობადობის კუთხით ეს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - ამბობს ქვრივიშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები