დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს, ხელი მოვაწერეთ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - პრემიერი

დღეს, ხელი მოვაწერეთ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - პრემიერი

2024-01-26 17:09:00

სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდებაა, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა $1 მილიარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

„სომხეთი არის რიგით მე-6-ე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა. გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი გვესტუმრა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, განაცხადა პრემიერმა.       

მისი თქმით, დღეს ხელი მოეწერა სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტრადიციულად ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა. შეიძლება ასე ითქვას, დე ფაქტოდ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები