დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ

2023-09-04 10:57:37

დღეს, 4 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

რა საკითხებს განიხილავენ: 

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აი ჯი აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №1186 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აი ჯი აგროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახინჯაურის მინერალურ-თერმული წყლის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "თელავის აეროპორტის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები