დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ

2023-12-25 11:26:00

დღეს, 25 დეკემბერს,  14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობა დღეს 21 საკითხს განიხილავს: 

1. საქართველოს კანონის პროექტი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

2. საქართველოს კანონის პროექტი ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ო. შამუგია;

3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ო. შამუგია;

4. საქართველოს კანონის პროექტი ,,გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომხსენებელი: ო. შამუგია

5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ს. გიორგაძე

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვიაი-პი+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №74 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პარკ ჰოტელისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №2356 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,გლობალ პარკინგისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 ნოემბრის №2058 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი ;

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის სივრცის მოწყობის ან/და ოპერირების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს „McCann Erickson“-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე ინფორმაციის მოწონების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,გოგნის ქარის კომპანიას’’ შორის ,,გოგნის ქარის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ვენტო ენერჯის“ შორის „ბრეთის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ 2022 წლის 2 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აია ვინდს’’ შორის „ქუთაისის მზის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

14. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი ;

15. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის N205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი;

17. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025-ის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2024-2025 წლებისთვის დამტკიცების თაობაზე“ მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი;

18. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი ;

19. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების ცვლილების თაობაზე” მომხსენებელი: ო. შამუგია;

20. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მომხსენებელი: რ. ჯაველიძე;

 21. საიდუმლო;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები