დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას - პრემიერი

დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას - პრემიერი

2023-11-27 14:11:25

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისივე თქმით დეოლიგარქიზაცის გეგმა, არის 12 პუნქტიან გეგმის ნაწილი. 

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამ გეგმის დამტკიცების შესახებ. დღეს 3 საათზე გვექნება ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიის სხდომა. ჩვენ პარლამენტთან ერთად განვიხილეთ და მანამდე სამუშაო შეხვედრა გვქონდა პარტიაშიც და პარლამენტის წევრებთანაც გავიარეთ ეს საკითხები. ე.წ. 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი. თითოეულ ამ რეფორმასა და ნაბიჯზე გვაქვს კონკრეტული ხედვა. გაწერილი გვექნება სამოქმედო გეგმა და ვადებიც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია ექნება.  „ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმა, რაც გაწერილია იმ 9 ნაბიჯში. 14-15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამის თაობაზე გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, თუ როდის იქნება გადაწყვეტილება თარიღს დავაზუსტებთ და გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო-ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,  - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები