დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი ეწვევა

დღეს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი ეწვევა

2024-03-18 10:12:00

დღეს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა.

14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

NATO გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

17-19 მარტის პერიოდში, NATO გენერალური მდივანი საქართველოს კავკასიის ტურნეს ფარგლებში ეწვევა. მანამდე სტოლტენბერგი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები