დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
DHL-მა რუსეთში ტარიფები გაზარდა

DHL-მა რუსეთში ტარიფები გაზარდა

2023-11-07 19:30:36

ლოგისტიკურმა ოპერატორმა DHL-მა 1-ელი ნოემბრიდან რუსეთში მიწოდების ტარიფები, დამატებით სერვისებზე  მოსაკრებლები, ასევე საბაჟო დეკლარაციის მომსახურება საშუალოდ 35%-ით გაზარდა.

ამის შესახებ DHL-ის მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებებშია აღნიშნული.

გადამზიდავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ ქვეყნების მიხედვით მიტანის ფასები 1 კგ ტვირთზე იგივე დარჩა, როგორც ადრე, მაგრამ გაიზარდა მასთან დაკავშირებული სერვისების ღირებულება.

„ფასწარმოქმნის გლობალური პოლიტიკის შესაბამისად, DHL Express ყოველწლიურად ახორციელებს მომსახურების ღირებულების გადახედვას, ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის ინფლაციას, საოპერაციო და სხვა ხარჯებს, როგორიცაა საჰაერო ტრანსპორტის, მანქანების და მათი კომპონენტების, საწვავის და საპოხი მასალების ღირებულება, ტარიფების ზრდა აეროპორტებში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი მომსახურების თვითღირებულებაზე“, - აღნიშნულია წერილში."

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები