დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიღმის რაიონში თელასის ქვესადგურის დატბორვის გამო, კლინიკებსა და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

დიღმის რაიონში თელასის ქვესადგურის დატბორვის გამო, კლინიკებსა და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

2023-08-10 16:15:25

დღეს 11:00 საათისთვის წყალმომარაგების მილის დაზიანების გამო დიღმის რაიონში დისევის ქუჩაზე მდებარე თელასის ქვესადგური დაიტბორა, საიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება ბელიაშვილის, ლუბლიანისა და ბოხუას ქუჩებს, როგორც მოსახლეობას, ასევე აქ განთავსებულ საავადმყოფოებსა და სხვა ობიექტებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

„ამაჟამად კომპანია ჯივიპის მიერ მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რომლის დამთავრებისთანავე თელასი ოპერატიულად აღადგენს ელექტროენერგიის მიწოდებას ყველა მომხმარებლისთვის.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელებს შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები