დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დოლარიზაცია დეკემბერში 50.7%-მდე გაიზარდა - სებ

დოლარიზაცია დეკემბერში 50.7%-მდე გაიზარდა - სებ

2024-02-05 17:13:00

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები: 

ინფლაცია

  • 2024 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0.0% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით გაიზარდა.
  • დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
  • მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.
  • ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.
  • ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია იანვარში 2.7%-მდე შემცირდა.

საბანკო სექტორი

  • დეკემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 50.7% შეადგინა
  • დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.04 პპ-ით შემცირდა და 45.2%-ს გაუტოლდა 

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - დეკემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 11.3%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტმა კი ზომიერად დაიკლო.
  • ექსპორტი - დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 7.5%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
  • დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 112.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები