დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

2023-02-19 08:00:43

დონბასში ჯერ კიდევ ძალიან რთული ვითარებაა - სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის 347-ე დღის ბოლოს გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, იუწყება Ukrinform.

„დონბასში ძალიან რთული ვითარებაა. სასტიკი ბრძოლებია. მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს და როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, უნდა გავუძლოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყოველი დღე და ყოველი კვირა ფრონტზე თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად, რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენს ხალხს ამ რთული პერიოდის გადასალახად ახალი შესაძლებლობები უნდა მივცეთ, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები