დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
DRG მოდელი ჯანდაცვის სექტორის ეფექტურობას გაზრდის - Galt & Taggart

DRG მოდელი ჯანდაცვის სექტორის ეფექტურობას გაზრდის - Galt & Taggart

2023-05-03 17:05:30

Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ DRG მოდელი გაზრდის სექტორის ეფექტურობასა და მდგრადობას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას, შექმნის კლინიკებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, დაეხმარება კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას.

როგორც Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, DRG მოდელს თან ახლავს რისკები.

„ხარისხის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. გარდა ამისა, მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის იანვრიდან საყოველთაო დაფინანსების ახალი მოდელი - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები (DRG) შემოიღო.

DRG მოდელი ანაზღაურებას პაციენტის დიაგნოზისა და თანმდევი ფაქტორების (მაგ. ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის გართულებები და ა.შ.) გათვალისწინებით განსაზღვრავს.

„ახალი მოდელი, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურობას“, - მიიჩნევენ Galt & Taggart-ში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები