დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დუბაი ელიტური სახლების ღირებულებით მსოფლიოში პირველია

დუბაი ელიტური სახლების ღირებულებით მსოფლიოში პირველია

2023-10-05 13:46:25

2023 წლის დასაწყისიდან დუბაიში რეკორდული რაოდენობის 277 ელიტური სახლი გაიყიდა, რომელთა ღირებულება 10 მილიონ დოლარს ან მეტს შეადგენს, რითაც ემირატი წინ უსწრებს ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგს, როგორც ყველაზე აქტიური ელიტური ბაზარი. 

ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

აღნიშნულია, რომ მოთხოვნა დუბაიში ძვირადღირებულ საცხოვრებლებზე სტაბილური რჩება. შედეგად, მდიდრულ სახლებზე ფასები ზედიზედ ცხრა კვარტალში გაიზარდა.

დუბაის ქონების სექტორი ყვავის, რადგან მთავრობის პასუხი პანდემიაზე და მისი ლიბერალური სავიზო პოლიტიკა უფრო მეტ უცხოელ მყიდველს იზიდავს.

„ბაზრის მაღალი დონის სეგმენტი, განსაკუთრებით სანაპიროს ვილები პალმის ფორმის ხელოვნურ კუნძულებზე -  მდიდარი ინვესტორების სამიზნეა. 

2023 წელს, 10 მილიონ დოლარის ან მეტი ღირებულების სახლების გაყიდვები რეკორდულია. განხორცოელდა  277ტრანზაქცია, ღირებულება ჯამში 4,91 მილიარდი დოლარია.

ყველაზე პოპულარული ტერიტორია მდიდარ მყიდველებს შორის იყო Palm Jumeirah-ი სადაც ყველაზე მეტი სახლი გაიყიდა. პოპულარულია Emirates Hills-ი და Jumeirah Bay Island-ი, ამ სამ რაიონში სახლების ფასები 16%-ით მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები