დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დუბაიში საჰაერო გზით მოცვის გადაზიდვებზე მოთხოვნა იზრდება - Space Cargo

დუბაიში საჰაერო გზით მოცვის გადაზიდვებზე მოთხოვნა იზრდება - Space Cargo

2023-06-25 01:07:14

 

ორი კვირაა, რაც დუბაის მიმართულებით საქართველოდან საჰაერო გზით, ლურჯი მოცვის ექსპორტი დაიწყო. კომპანია Space Cargo-ს სატვირთო მენეჯერი თინათინ კობერიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ დუბაის, ბაჰრეინს, ქუვეიტის, დოჰას, ჰონგ კონგსა და იორდანიის მიმართულებით, საქართველოდან ხილის გადაზიდვების მოთხოვნა მზარდია.

კერძოდ, იზრდება მოთხოვნა ქართველი ფერმერების მიერ მიღებული ლურჯი მოცვის ექსპორტზე.

„მოცვის სეზონის დაწყებასთან ერთად Space Cargo-ს საექსპორტო მიმართულება აქტიურადაა ჩართული ხელი შეუწყოს ქართული პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გასვლას“, - ამბობს კომპანიის სატვირთო მენეჯერი.

მისივე თქმით, Space Cargo მუშაობს კორპორაციულ შეკვეთებზე და ამ მიმართულებით უზრუნველყოფს ექსპორტსაც და იმპორტსაც. 

„ჩვენი ძირითადი მიმართულება რაც უკავშირდება საჰაერო გზით ხილის ექსპორტს ესაა გადაზიდვები დუბაის, გალფისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. რადგან „ფლაი დუბაისა“ და „გალფ ეარის“ გენერალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში.

რაც შეეხება მოცვის ექსპორტს ახლა ხილის სეზონი აქტიურ ფაზაშია. ჯავშნებს ვაკეთებთ კონკრეტული მიმართულებით, უზრუნველყოფთ პროდუქტის თვითმფრინავში ჩატვირთვისა და ჩამოტვირთვის მონიტორინგს. დამატებით გვაქვს საბროკერო და სამონიტორინგო სერვისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სატვირთო ტერმინალში“, - ამბობს კომპანიის სატვირთო მენეჯერი.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კომპანია 4 წელია მუშაობს, თუმცა მოთხოვნა გასულ წელს გაჩნდა, ხოლო 2023 წლიდან იზრდება.

„ჩვენი სერვისით სარგებლობენ ქართველი ექსპორტიორები, რომლებიც აწარმოებენ მოცვს და რომელთაც ჰყავთ დუბაის ბაზარზე სავაჭრო პარტნიორები ნაპოვნი. ჩვენ ვეხმარებით ტრანსპორტირებაში. სასურველი მიმართულების მიხედვით ვარჩევთ აეროპორტს, ვახდენთ ტარიფიკაციას, ვადგენთ მარშრუტს, სატრანზიტო პერიოდს. შემდეგ კონკრეტული ავიახაზით გადაზიდვას ვთავაზობთ და ვაწვდით ინფორმაციას თბილისის აეროპორტში ტვირთის შემოტანისთვის განსაზღვრული დროის შესახებ. ვთხოვთ საჭირო საბუთების წარმოდგენას. შემდეგ კი თბილისიდან კონკრეტულ მარშრუტზე, პროდუქციის ჩატანის პროცესს ვუწევთ მონიტორინგს. გადაზიდვები ხდება მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან, რადგან ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებს ჯერჯერობით სატვირთო ტერმინალები არ აქვთ“, - ამბობს თინათინ კობერიძე.

რაც შეეხება ტარიფებს, Space Cargo-ს წარმომადგენლის თქმით, ეს ტვირთვის მოცულობასა და მარშრუტზეა დამოკიდებული.

Space Cargo ახორციელებს შიდა სახმელეთო გადაზიდვები (საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და სხვა) მიმართულებით, ხოლო საჰაერო და საზღვაო გადაზიდვები (იმპორტი/ექსპორტი). კონსოლიდირება მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანიას აქვს ტვირთის აღების სერვისი, სასაწყობო მომსახურება, კარიდან კარამდე სერვისი, გადაფუთვა და ასევე მის მომსახურებაში შედის საბაჟო ფორმალობების მოწესრიგება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები