დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით - ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-06-12 14:43:30

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაშიმთავრობის სხდომა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მიმართულებით დადებითტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალმაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციებიგვაქვს ეკონომიკის მიმართულებითამის თაობაზე ინფორმაცია აქვსმოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიგანსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, პირველ კვარტალში, თითქმისნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდასაქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია.

რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა.

პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.


მსგავსი სიახლეები