დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ეარ ჯორჯიას“ ავიახომალდი არ გააჩნია და შესაბამისად ვერც აშშ-სა და სხვა მიმართულებით ვერ იფრენდა - ლევან დავითაშვილი

„ეარ ჯორჯიას“ ავიახომალდი არ გააჩნია და შესაბამისად ვერც აშშ-სა და სხვა მიმართულებით ვერ იფრენდა - ლევან დავითაშვილი

2024-02-28 15:05:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ცალკეულ მედიასაშუალებებში „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებლის, გიორგი კოდუას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის კომპანიას აქვს აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სურვილი, მაგრამ ამაში ხელს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო უშლის.

„ბატონი კოდუა, მორიგ ჯერზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მის ავიაკომპანიას დღეს არცერთი ავიახომალდი არ გააჩნია, რომლის საფუძველზეც მას ექნებოდა შესაბამისი უფლებები და ლიცენზიები, რომ ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით განახორციელოს ფრენა.

ეს ბატონი მონაწილეობდა სხვადასხვა ავიაკომპანიაში სხვადასხვა დროს რომელმაც თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკარგა ოპერირების უფლება. მათ შორის ბოლო შემთხვევაშიც ასე იყო და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ძალიან უჭირდა, რომ ოპერირების ნებართვა გაეცა, იმიტომ რომ შეუსაბამო იყო მის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო ფლობდა.

ასევე ბორტის მფლობელმა მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა. შესაბამისად, ბორტის არ არსებობის პირობებში, კომპანიას, რომელსაც არ ჰყავს ავიახომალდი, წარმოგიდგენიათ, რომ მას ჰქონდეს ოპერირების უფლება? ეს კანონმდებლობით ასეა განსაზღვრული და ავტომატურად წყდება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო აშშ-სთან პირდაპირი ფრენებით დაინტერესებულია და ამ თემაზე მოლაპარაკებები პერმანენტულად მიმდინარეობს. 

ყველაფერი ეს არის სპეკულაცია, რომ ჩვენ რამენაირად შევუშალეთ ხელი კოდუას და არ ვართ აშშ-ში ფრენებით დაინტერესებული. პირიქით, ჩვენ დღესაც და ხშირად გვაქვს საუბარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, თუ როგორ შეიძლება კიდევ წავახალისოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა და პირდაპირი ფრენების დაწყება“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები