დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ECOFLOW-ს ინოვაციური პროდუქტები ექსტრაზეა

ECOFLOW-ს ინოვაციური პროდუქტები ექსტრაზეა

2024-03-02 15:02:00

გიზიარებთ ბლოგს: გსმენია EcoFlow-ს და მისი ინოვაციური პროდუქტების შესახებ?

ეს არის ბრენდი, რომლმაც ეკო-პროდუქტების შექმნით მოახერხა გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობა.

მსოფლიოში, სადაც მდგრადობასა და უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა გადაუდებელი აუცილებლობაა, EcoFlow აწარმოებს სახლის სრულ ეკოსისტემას, მათ შორის პორტატულ ელექტროსადგურებს და მზის პანელებს.

ინოვაციური მოწყობილობები დამოუკიდებლად, სარეზერვო ელექტროენერგიით მოამარაგებენ შენს სახლს რამდენიმე დღის განმავლობაში.

ᲞᲝᲠᲢᲐᲢᲣᲚᲘ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘ 

Ecoflow

პორტატული ელექტროსადგურის დახმარებით, ყოველთვის მზად იქნები ახალი თავგადასავლებისთვის.

სადაც უნდა იმყოფებოდე, ელექტროსადგურით, სულ რაღაც 1 საათში, დამუხტავ ტელეფონს თუ სხვა ელექტრო მოწყობილობას 80%-მდე, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ელექტრომობილებსაც.

ლითიუმ-იონური ელემენტი იტენება დენზე, მანქანაში და მზის ენერგიაზე.

პორტატული ელექტროსადგურების ხაზი მოიცავს ორ სერიას როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის და აქვს მრავალფეროვანი პორტების მხარდაჭერა:

  1. EcoFlow Delta
  2. EcoFlow River

ეკოლოგიურად სუფთა და მძლავრი ტექნოლოგია კონკურენციას უწევს ტრადიციულ, ხმაურიან გენერატორს, რომელიც წიაღისეულ საწვავს მოიხმარს.

ᲞᲝᲠᲢᲐᲢᲣᲚᲘ ᲛᲖᲘᲡ ᲞᲐᲜᲔᲚᲔᲑᲘ

მზის პანელები

EcoFlow-ს პორტატული მზის პანელი შეგიძლია თან წაიღო ლაშქრობებსა თუ მოგზაურობაში. ის აგროვებს მზის სხივებს მთელი დღის განმავლობაში და გამოიმუშავებს ენერგიას, რომელსაც გამოიყენებ მომენტალურად, ან მზის ჩასვლის შემდეგ.

  • იდეალურია კემპინგისთვის, სახლის სახურავზე ან ისეთ არეალში გამოსაყენებლად, სადაც ელექტრო ენერგიაზე წვდომა ვერ გექნება
  • მარტივად დაუკავშირებ Ecoflow-ს პორტატულ ელექტროსადგურს დასამუხტად

მზის პანელი იდეალურად მუშაობს ნებისმიერ ამინდში.

ექსტრაზე EcoFlow-ს ინოვაციური პროდუქტების დიდი მრავალფეროვნება და ექსკლუზიური ფასები გელოდება.

მზის პანელები

თუ მოწინავე ტექნოლოგიებიც გიზიდავს და ეკოლოგიურ მდგრადობაზე ზრუნვა შენთვისაც პრიორიტეტია, მაშინ შეარჩიე შენთვის საინტერესო ეკო-პროდუქტები ექსტრას ვებგვერდსა და აპლიკაციაში.

არ დაგავიწყდეს, ექსტრაზე ყიდვა შეგიძლია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე 5 ბანკის უპროცენტო განვადებით ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები