დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის რომელ სექტორებში გაიზარდა ხელფასი - BAG

ეკონომიკის რომელ სექტორებში გაიზარდა ხელფასი - BAG

2023-10-11 15:31:50

2023 წლის III კვარტალში კომპანიათა 35%-მა დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის III კვარტლის BAG ინდექსის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას. აღნიშნულ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს (2023 წლის III კვარტალში კომპანიათა 64%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 49%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა ხელის შემშლელ ფაქტორებად)

გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც 2023 წლის III კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (91%-მა) 2023 წლის III კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა.

2023 წლის III კვარტალში, არც ერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია დასაქმებულთა ანაზღაურება 60%-ზე მეტად.

სექტორების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში, ვაჭრობის და მშენებლობის სექტორებში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დააფიქსირა დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა.

2023 წლის IV კვარტალში კი დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი (45%) მშენებლობის სექტორში გეგმავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები