დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მეთერთმეტე დისკურია გაიამრთა

,,ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მეთერთმეტე დისკურია გაიამრთა

2024-03-22 19:00:00

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ მეთერთმეტე დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო ,,მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. 21 მარტის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, კომპანია „ლინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.

ეკონომიკური ფორუმის“ მეთერთმეტე დისკუისიის ფარგლებში მთავარი სპიკერი იყო სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

„ჩვენ ვისაუბრეთ მწვანე ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებზე ქვეყანაში. მათ შორის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ასევე საუბარი იყო იმ სარგებელზე, რაც გაქვს და იმ გამოწვევებზე, რომელიც თან სდევს ამ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელიც ამ პერიოდში განხორციელდა და იმ სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით იგეგმება“, - განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

„ვისაუბრეთ მწვანე ენერგეტიკის მართვის აქტუალურ საკითხებზე, იმ რეფორმებზე რომელიც  ბოლო წლების განმავლობაში  ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ხორციელდება როგორც სახელმწიფოს, ასევე სემეკის მხრიდან. ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც ამ რეფორმის კვალდაკვალ გვაქვს ქვეყანაში და ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დღეს სექტორი დგას. უმთავრესი საკითხები რომელიც გამოიკვეთა, ესაა ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული როგორც დადებითი მხარეები, ასევე გამოწვევები, რომელიც გეოპოლიტიკურ სივრცეში რჩება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესის მხრიდან ისმის ადმინისტრაციულ პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, განსაკუთრებით ახალი მწვანე ენერგეტიკული პროექტების ნაწილში“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

„საქართველოში ტექნოლოგიები ვითარდება, რაც იმას ნიშნავს რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე გაიზრდება. არის ახალი შესაძლებლობები კავკასიის რეგიონიდან განახლებადი ენერგიის წყაროებით გამომუშავებული ელექტროენერგია ევროპულ ბაზარზე მოხვდეს. შესაბამისად, თუკი ჩვენ იმ დროს, როცა ეს ტექნიკური შესაძლებლობები გაჩნდება მზად ვიქნებით და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეები, ქვეყანა უფრო მეტ მოგებას მიიღებს, მაგრამ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სიმძლავრეები ჩვენ ამ დროისთვის გვქონდეს 5-7 წლის პერსპექტივით, ამაზე ფართო დისკუსია უნდა იყოს  და უნდა ვიმსჯელოთ, თუ რატომ ჩაგვივარდა ბოლო 5 წელი 2017 წლიდან 2022 წლამდე. 2022-2023 წლის აუქციონები როგორ წარიმართა და შესაბამისად რა შეიძლება მივიღოთ. დასკვნა გამოვიტანოთ რამდენად წარმატებული იქნება ეს გაცემული პროექტები -  ამაზე დისკუსია არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალში დავაკორექტიროთ თუ რაიმე შესაცვლელია და უფრო მომზადებული შევხვდეთ გამოწვევებს“, - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები