დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გარე რისკები ისევ რჩება - დავით ნარმანია

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გარე რისკები ისევ რჩება - დავით ნარმანია

2024-03-11 10:11:00

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, გარე რისკები ისევ რჩება,- ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არის საომარი მოქმედებები რეგიონში და აქედან გამომდინარე, ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები. 

„თუმცა საბოლოო ჯამში, მთავრობის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. სისტემა მზადაა, ტესტირება ჩატარებულია, ბაზრის მონაწილეები მომზადებული არიან და შესაბამისად, დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები