დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივად გახსნა გონივრულია, რათა არ მოხდეს დიდი რყევები ბაზარზე - გიორგი აბრამიშვილი

ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივად გახსნა გონივრულია, რათა არ მოხდეს დიდი რყევები ბაზარზე - გიორგი აბრამიშვილი

2024-04-05 15:55:00

მნიშვნელოვანია რომ ბირჟა გაიხსნას და ჩვენ გვქონდეს სამართლიანი, გამჭვირვალე ბაზარი დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

ამასთან, აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივად გაიხსნის გადაწყვეტილება გონივრულია, რათა არ მოხდეს დიდი რყევები ბაზარზე.

„სიფრთხილეა საჭიროს განსაკუთრებით ფასწარმოქმნის მიმართულებით. სახელმწიფო უყურებს ორივე მხრიდან, ერთის მხრივ ენერგეტიკა და გენერაცია, მეორე მხრივ მსხვილი მომხმარებლები და გასათვალისწინებელია მათი ინტერესები. კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ნელ-ნელა გადავდეთ სრულად რეგულირებად ბაზარზე, რაც სხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებულია. რაც უფრო მსხვილია მომხმარებელი, მით უფრო მალე უნდა გავიდეს ბირჟაზე. ის რომ ნებაყოფლობითი იქნება შესვლა, ეს კარგია, რადგან ჩვენ უფრო სწორად დავინახავთ რა ფასები იქნება და რა სტატისტიკა, რომ უფრო სწრაფად გადავიდეთ სატესტო რეჟიმიდან“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

დღეს, BAG-ის ეგიდით, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგოსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდადაგეგმილია, რომ ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები