დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ენგურჰესი“ რეაბილიტაციაზე მეორედ გაჩერდება

,,ენგურჰესი“ რეაბილიტაციაზე მეორედ გაჩერდება

2023-07-27 14:00:28

„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მეორე და ბოლო ეტაპზე მუშაობა 2025 წლიდან დაიწყება. ქვეყნის წამყვანი ჰიდროელექტროსადგური ისევ გაჩრდება.

როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია Business Insider Georgia -თან ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. პროექტზე მუშაობა სავარაუდოდ 2027 წლის პირველი ნახევარში დასრულდება.

ლევან მებონიას თქმით, ჩასატარებელია ელექტრომექანიკური და სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს, წინა რეაბილიტაციისას ვერ მოესწრო.

„საკმაოდ შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი, ჰესი ყველა მიმართულებით საჭიროებს რეაბილიტაციას. პროექტი ელექტრომექანიკურ და სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს, რაც სავარაუდოდ ორ წელზე მეტ ხანს გასტანს. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, ვინაიდან კვლევა არ არის დაწყებული, თანხა როცა გამოიყოფა, საპროექტო-საკონსულტაციო კომპანიები ჩაერთვებიან, მოსამზადებელ სამუშაოებს დაახლოებით წელიწად ნახევარი სჭირდება. რაც შეეხება შემსრულებელ კომპანიას, ძირითადად ქართველებით იქნება დაკომპლექტებული. წინა რეაბილიტაციისთვის შერჩეული ოთხი კომპანიიდან სამი ქართული იყო. თუმცა სამუშაოები უცხოელი ინჟინრების ზედამხედველობით ჩატარდა. ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იქნება“, - აცხადებს ლევან მებონია.

მისი თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზრდება, თუმცა მისი მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული გენერაციის ობიექტების გამომუშავებაზე. როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა 35 მილიონ ევრომდეა განსაზღვრული, აქედან 7 მილიონამდე ევროკომისიის გრანტი, ხოლო დაახლოებით 27 მილიონი ევრო სესხია. შეგახსენებთ, რომ ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ 2021 წლის იანვარში სამი თვით იყო გაჩერებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები