დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულმა ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა

2023-12-08 12:22:40

ეროვნულმა ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს. 

ამ დროისთვის უკვე 169 ზოდია გაყიდული. აქედან 168 ცალი - 20 გრამიანი, ხოლო 1 ცალი 1 კილოგრამიანი ზოდია. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.

ეროვნული ბანკი  გასაყიდად 100-100 ცალ 20-გრამიან სერტიფიკატსა და ზოდს, ასევე 10-10 ცალ 1-კილოგრამიან სერტიფიკატსა და ზოდს გამოიტანს. 

მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.

რაც შეეხება გასაყიდ ფასებს,  2023 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 3,386.86 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი  3,666.19 ლარი

2023 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 169,343.23 რია, ხოლო გაყიდვის ფასი 183,309.68 ლარი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები