დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს რა თქმა უნდა არის ისტორიული დღე და ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერი

ეს რა თქმა უნდა არის ისტორიული დღე და ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერი

2023-11-08 16:04:48

ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი გადაწყვეტილება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა არის ისტორიული დღე და ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ეს არის ისტორიული დღე.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები