დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს საკითხიც გადაწყდება დადებითად - ნათია თურნავა სსფ-ს პროგრამაზე

ეს საკითხიც გადაწყდება დადებითად - ნათია თურნავა სსფ-ს პროგრამაზე

2023-08-02 15:07:52

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი პროგრამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა მისი თქმით, სსფ-თან კომუნიკაცია შედგა ყველა იმ საკითხზე, რაზეც ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამდა. თურნავამ თქვა, რომ შემოდგომაზე სსფ-ს ტექნიკური მისია იქნება მოვლენილი და მათ იურისტებთან და მთავრობასთან ერთად მოხდება შეჯერება. ნათია თურნავას მიაჩნია, რომ საკითხიც გადაწყდება დადებითად.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სსფ-ს პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ გადაიდო მისი მეორე მიმოხილვის განხილვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოზე. დროებით შეფერხებად აღვიქვამთ ამას. ახლახან დავასრულეთ ე.წ ვირტუალური მისია, ვმუშაობთ ინტენსიურად. არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყო ჩართული სსფ-თან პროგრამის მიმდინარეობის სხვადასხვა ელემენტის განხილვაში. სსფ-მა გამოაქვეყნა კიდეც ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი, ჰქონდა საჯარო კომუნიკაცია და იცით, რომ ძალიან დადებითად შეაფასა არა მხოლოდ ჩვენი და მთავრობის ძალისხმევა და მიმართება იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამა დაჩქარდეს, კვლავინდებურად გეგმის მიხედვით გაგრძელდეს, არამედ, ზოგადად, ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები როგორც მთავრობის მხრიდან ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, ასევე სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის სფეროში. ეს აძლევს, პირველ რიგში, საფუძველს, ჩემი აზრით, სავალუტო ფონდს, რომ ძალიან ოპტიმისტურად იყოს ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება იმ წუხილს, რასაც სსფ გამოთქვამდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან მიმართებით, წუხილის მთავარი შინაარსი არის ის, რომ სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს მყარი უმრავლესობა ე.წ. არააღმასრულებელი წევრების. ასე მიაჩნიათ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ეროვნული ბანკის მართვა. აქედან გამომდინარე, გვქონდა ამ ყველაფერზე გვქონდა კონსულტაციები. შევთანხმდით იმაზე, რომ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია იქნება მოვლენილი და მათ იურისტებთან ერთად და მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, რა წინადადებები შეიძლება შევიმუშაოთ და შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც გადაწყდება დადებითად. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი პროგრამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები