დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი - ლაშა ჟვანია პრემიერის ისრაელში ვიზიტზე

ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი - ლაშა ჟვანია პრემიერის ისრაელში ვიზიტზე

2023-08-17 08:59:07

ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის, -  ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში.

„ისრაელსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობებია უკვე წლების მანძილზე, უფრო მაღალ დონეზე არის აყვანილი ბოლო წლებში და ამას მოწმობს ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მეორედ ისრაელში ვიზიტი.

ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია. ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის.

ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი  არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში, კიდევ მეტი შეგვიძლია მივიღოთ. სხვა, სამხედრო, პოლიტიკურ, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა ისევე, როგორც რეგიონალურ საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ისრაელი არის  მეგობარი ქვეყანა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები