დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირი სამი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს - Bloomberg

ევროკავშირი სამი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს - Bloomberg

2023-02-15 10:45:09

ევროკავშირი, სამი რუსული ბანკის Tinkoff Bank-ის, Alfa Bank-ისა და Rosbank-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს.

ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

გამოცემა ამის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტისთვის ევროკავშირის მიერ მომზადებული წინადადებების პროექტზე დაყრდნობით წერს.

ასევე, სააგენტოს ცნობით, სანქციების ქვეშ შეიძლება მოხვდეს „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“, რუსული სარეზერვო ფონდი, რომელიც ნავთობისა და სხვა სახელმწიფო შემოსავლების ხარჯზე ყალიბდება.

ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ოთხი რუსული ბანკის, მათ შორის Alfa-Bank-ის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს, მანამდე Politiko-მ გაავრცელა

ევროკავშირი სანქციების მეათე პაკეტის მიღებას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები