დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირმა 2022 წელს მზისგან მეტი ენერგია მიიღო, ვიდრე გაზისგან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირმა 2022 წელს მზისგან მეტი ენერგია მიიღო, ვიდრე გაზისგან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

2023-02-19 14:14:38

გასულ წელს ევროკავშირში უფრო მეტი ელექტროენერგია გამომუშავდა მზისა და ქარის ენერგიისგან, ვიდრე გაზისგან.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„2022 წელს პირველად, ევროკავშირში ქარისგან და მზისგან უფრო მეტი ელექტროენერგია გამომუშავდა, ვიდრე გაზი“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე მან აღნიშნა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთმა ევროკავშირში გაზის მიწოდების 80%-ით შეამცირა.

მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებმა შეძლეს რუსული „ლურჯი საწვავის“ მოცულობების ჩანაცვლება ელექტროენერგიის შეწყვეტის გარეშე.

ამასთან ევროგაერთიანებამ მნიშვნელოვნად გაზარდა LNG-ის მიწოდება შეერთებული შტატებიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები