დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირმა და კიდევ 48 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა და მათი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება დაგმეს

ევროკავშირმა და კიდევ 48 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა და მათი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება დაგმეს

2024-01-10 09:00:00

ევროკავშირმა და კიდევ 48 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაგმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEASავრცელებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ იარაღის გადაცემა ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს და ძირს უთხრის გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ უსაფრთხოების სფეროსთვის შედეგების გამო, რაც ამ თანამშრომლობას აქვს ევროპაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში", - აცხადებენ განცხადების ხელმომწერი მხარეები.

"გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ რუსეთისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევების დაგმობაში. მაშინ, როდესაც რუსეთი რაკეტებსა და დრონებს იყენებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას უკრაინის მხარდასაჭერად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და შემდეგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები