დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროზონაში წლიური ინფლაცია შემცირდა

ევროზონაში წლიური ინფლაცია შემცირდა

2023-08-21 11:00:52

ევროკავშირის წლიურმა ინფლაციამ 2023 წლის ივლისში 6,1% შეადგინა, რაც ივნისის 6,4%-დან შემცირდა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 9.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლებს ევროსტატის, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური აქვეყნებს.

ინფლაციის ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებლები დაფიქსირდა ბელგიაში (1.7%), ლუქსემბურგსა (2.0%) და ესპანეთში (2.1%).

ხოლო ინფლაცის ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებლები დაფიქსირდა უნგრეთში (17,5%), სლოვაკეთსა და პოლონეთში (ორივე 10,3%).

ივნისთან შედარებით, წლიური ინფლაციამ  ევროკავშირის ცხრამეტ წევრ ქვეყანაში კლება აჩვენა, ერთში სტაბილური დარჩა და შვიდში გაიზარდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები