დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფასის კლების მიუხედავად, ოქრო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველია - Galt & Taggart

ფასის კლების მიუხედავად, ოქრო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველია - Galt & Taggart

2023-09-07 10:03:16

2023 წლის აგვისტოში ოქროს ფასი თვიურად 1.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ  Galt & Taggart-ის აგვისტოს თვის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ალტერნატიულ აქტივებზე რეალური ამონაგების, საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და აშშ დოლარის გაძლიერების მიუხედავად, ოქრო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველია.

ამასთან, კვლავ გაურკვეველია ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლის დასრულების თარიღი, რაც ოქროს ფასებზე დადებით გავლენას ახდენს.

გარდა ამისა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, მაკროეკონომიკური გაურკვევლობა და მოთხოვნა ინვესტორებისგან, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან განაკვეთების ზრდის დასრულებას ელიან, ოქროს კიდევ უფრო მოთხოვნადს გახდის.

ამჟამად უნცია ოქრო 1,940 დოლარად ივაჭრდება, თუმცა პროგნოზები მერყეობს 2,000-2,100 აშშ დოლარის ფარგლებში და ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით შესაძლოა 2,250 დოლარსაც მიაღწიოს.

2023 წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $52 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 4,4%-ია. გასული წლის 6 თვეში ოქროს ექსპორტმა $50 მილიონი შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები