დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსთა სამინისტრო საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნაზე აქტიურად მუშაობს

ფინანსთა სამინისტრო საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნაზე აქტიურად მუშაობს

2024-01-05 17:00:00

ფინანსთა სამინისტრო საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნაზე აქტიურად მუშაობს. სამინისტროს ცნობით, საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.

ამ მიზნით, 2023 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ვალის მართვის ოფისს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა და ადგილი ჰქონდა უნგრული პრაქტიკის გაზიარებას.

2024 წლისთვის კი დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნებში და შემდეგ საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

„საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ფინანსური ბაზრების შესახებ ცნობადობის ზრდას და ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგიას, რომელშიც გაწერილი იქნება ის ძირითადი ქმედებები, რომელიც განხორციელდება საცალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესაქმნელად და გასავითარებლად“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები