დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Fitch-მა 2023-2024 წლებში ნავთობის ფასის პროგნოზი გაზარდა

Fitch-მა 2023-2024 წლებში ნავთობის ფასის პროგნოზი გაზარდა

2023-12-12 18:06:04

Fitch Ratings-მა 2023-2024 წლებში ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა. ასევე გაზარდა ბუნებრივი აირის ფასები 2024 და 2026 წლებში ევროპაში.

სააგენტომ ნავთობის ფასების პროგნოზების გადახედვა იმით ახსნა, რომ OPEC+  მიწოდებას მოცულობის მკაცრი კონტროლის ქვეშ განაგრძობს.

სააგენტოს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაზის ფასები, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი დარჩება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რადგან გლობალური LNG ექსპორტის სიმძლავრის მნიშვნელოვანი ზრდა 2026 წლამდე არ მოხდება ახალი პროექტების გამო კატარსა და შეერთებულ შტატებში. 

ამავდროულად, ექსპერტებმა შეინარჩუნეს თავიანთი წინა შეფასებები გაზის ღირებულებასთან დაკავშირებით ამერიკულ Henry Hub-ში.

„აშშ-ში გაზის წარმოების ზრდა კვლავაც აჭარბებს მოხმარების ზრდას, თუმცა უფსკრული შემცირდა, როგორც ველოდით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

აშშ-ის გაზის საბურღი დანადგარების რაოდენობა წელს 160-დან 118-მდე შემცირდა.  ეს გამოიწვევს წარმოების ზრდის შენელებას, მაგრამ გარკვეული ჩამორჩენით, - თვლიან სააგენტოს ანალიტიკოსები.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ  Henry Hub-ის ფასები ძალიან არასტაბილურია და დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. ამიტომ შენარჩუნდება სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში.

საბაზო სცენარის მიხედვით, Brent-ის ნავთობი ამ წლის ბოლოს ბარელზე 82 დოლარი იქნება, 2024 წელს 80 დოლარი, 2025-2026 წლებში კი შესაბამისად 70 და 65 დოლარი.

პროგნოზის მიხედვით, WTI ნავთობი 2023-2024 წლებში შესაბამისად 78 და 75 დოლარი იქნება, ხოლო 2025-2026 წლებში - 60 და 65 დოლარი ბარელზე.

რაც შეეხება გაზის ფასებს საბაზისო სცენარით,  Henry Hub-ში 2023 წლის ბოლოს 1 ათასი კუბური ფუტის ღირებულება იქნება $2.8, 2024 წელს - $3.25, 2025-2026 წლებში - $3.0 და $2.75, შესაბამისად.

ევროპაში გაზის ღირებულება TTF-ზე (ნიდერლანდები) 2023-2024 წლებში იქნება 13 და 12 დოლარი 1000 კუბურ ფუტზე, ხოლო 2025-2026 წლებში - 10 და 8 დოლარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები