დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Ford-ი თითქმის 1,3 მლნ ავტომობილს გაიწვევს

Ford-ი თითქმის 1,3 მლნ ავტომობილს გაიწვევს

2023-03-18 10:01:19

Ford Motor-ი 2013 წლიდან 2018 წლამდე გამოშვებულ თითქმის 1,3 მილიონ სედან Fusion-სა და Lincoln MKZ-ს გაიწვევს.

როგორც უცხოური მედია წერს, ავტომობილების გამოწვევის მიზეზი შესაძლოა წინა სამუხრუჭე მილების დეფექტი გახდეს. კერძოდ, არის რისკი, რომ მილი დაზიანდეს და სამუხრუჭე სითხემ გაჟონოს, რითაც მანქანის გაჩერების შესაძლებლობას დააქვეითებს და პოტენციურად გაზარდოს ავარიის რისკს.

სიტუაციის გამოსასწორებლად დილერები უსასყიდლოდ შეცვლიან წინა სამუხრუჭე მილებს. შეტყობინებების წერილები დაზიანებული მანქანების მფლობელებს სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში გაეგზავნებათ, შემდგომ წერილს კი სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობისთანავე მიიღებენ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

46 წუთის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები