დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიჯანსაღე ყოველდღიური რაციონი | ნამუს ვეგანური მენიუ უკვე გლოვოზეა

გაიჯანსაღე ყოველდღიური რაციონი | ნამუს ვეგანური მენიუ უკვე გლოვოზეა

2024-03-16 15:14:00

გაიჯანსაღე ყოველდღიური რაციონი! ნამუს ვეგანური მენიუ უკვე გლოვოზეა. ცნობისთვის, ,,ნამუ” საქართველოში პირველი მცენარეული კონცეფციის საქმიანობაა, რომელიც მიმართულია ადამიანებისა და სამყაროს კეთილდღეობისაკენ. აქ ერთიანდება ვეგანური კაფე “ნამუ” და საწარმო “ნამუ ლაბი”, რომელიც აწარმოებს კომბუჩას („ნამუ“ ასევე პირველია კომბუჩის წარმოებაში), თხილეულის და თესლეულის კარაქებს, ვეგანურ ყველსა და ნაყინს.

,,ნამუს“ პროდუქცია ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის იქმნება. ეს არის კულინარიული სივრცე, სადაც გამოიყენება მხოლოდ მცენარეული და ცოცხალი ინგრედიენტები.

,,ნამუ“ არ მოიხმარს რაფინირებულ ხორბლის ფქვილს, შაქარსა თუ ზეთს და არც სუფრის მარილს. პროდუქტის უმეტესობა ცხობის გარეშეა და შენარჩუნებულია ინგრედიენტების სარგებელი. მცენარეული სამზარეულოს შემქმნელი ანა ტიკარაძეა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები