დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart - მა  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart - მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,8%-მდე გაზარდა

2023-07-03 15:00:21

გალტ ენდ თაგარტმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,8%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ყოველკვორეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.  

„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მაისში რეალური მშპ 7.0%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%- ით გაიზარდა. მაისში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის და ტრანსპორტის დარგებში.

ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების დარგებში. მშპ-ის დეფლატორის მოსალოდნელზე სწრაფი შემცირების და პირველი კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჩვენ გავზარდეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.0პპ-ით 6.8%-მდე“, - ნათქვამია მიმპხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები