დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განვაგრძობთ DCFTA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას, ენერგოეფექტურობის მიზნით16-მდე კანონქვემდებარე აქტია დამტკიცებული - ჯუბო ტურაშვილი

განვაგრძობთ DCFTA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას, ენერგოეფექტურობის მიზნით16-მდე კანონქვემდებარე აქტია დამტკიცებული - ჯუბო ტურაშვილი

2024-04-15 13:10:00

აღნიშნული კანონი ქვეყანას მოუტანს ისეთ სიკეთეებს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოეფექტურობასთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. 

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას და ამ გზაზე ენერგოეფექტურობის მიზნით საქართველოს მთავრობის მხრიდან 16-მდე კანონქვემდებარე აქტია მიღებული და დამტკიცებული.

რაც შეეხება ძირითად კანონს, რომელშიც იგულისხმება ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილია პარლამენტში, რომელიც 2 მოსმენით უკვე დამტკიცებულია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში გაიმართება საქართველოს პარლამენტის მხრიდან მესამე მოსმენა და იმედი გაქვს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება. 

აღნიშნული კანონი ჩვენს ქვეყანას მოუტანს ისეთ სიკეთეებს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოეფექტურობასთან, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი განახლებადი რესურსების ათვისებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ხელშესახები გახდება ენერგოეფექტურობის შედეგები, რომელიც დაკავშირებულია ბევრ თანმდევ პოზიტიურ ღონისძიებებთან“, - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მინიმალური სტანდარტების ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობას უკვე ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია დარგთან, დარგში არსებულ წარმომადგენლობასთან, სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ და აღნიშნული სტანდარტები გაცნობილი იქნა მათთვის.

„შეიძლება ითქვას, რომ ახალი კანონმდებლობით კომპანიებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესახებაც ინფორმირებულები არიან“, - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები