დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაყიდვების მაჩვენებელი 500%-ით გაიზარდა — როგორ შექმნა FryDay-მ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით წარმატებული შეთავაზება

გაყიდვების მაჩვენებელი 500%-ით გაიზარდა — როგორ შექმნა FryDay-მ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით წარმატებული შეთავაზება

2024-03-22 19:13:00

მომხმარებელთა სურვილების განსაზღვრა და მათთვის ზუსტ დროს სწორი შეთავაზების გაკეთებანებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. იმისათვის, რომ სასურველი სეგმენტიმარტივად აარჩიოთ და 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდეთ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Ads მენეჯერით თქვენს ბიზნესზე მორგებული შეთავაზების შექმნა შეგიძლიათ. ამისათვის კი შემდეგ მარტივ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ:

  • Manager.bog.ge-ზე მომხმარებლის იმ ლოგინითა და პაროლით შედით, რომელსაც საქართველოსბანკის ნებისმიერ სხვა ციფრულ არხში იყენებთ;
  •  გადადით Ads მენეჯერის მოდულზე და დააჭირეთ ღილაკს "შექმენით შეთავაზება";
  • აირჩიეთ რა ტიპის ბარათების მფლობელებს გსურთ გამოუჩნდეთ შეთავაზება (Student Card, sCool Card, PLUS ბარათი და ა.შ.);
  • მიუთითეთ შეთავაზების პირობები (შეთავაზების ტიპი, ვადა, თქვენი ფილიალების მისამართი)
  • განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია (სქესი, ასაკი, ინტერესები და ა.შ);
  • აირჩიეთ შეთავაზების ვიზუალი;
  • შექმენით შეთავაზების ტექსტი;
  •  გადაავლეთ თვალი თქვენს შეთავაზებას, დაეთანხმეთ პირობებს და "დასრულებას" დააჭირეთ;

ამ ეტაპების გავლის შემდეგ საქართველოს ბანკის მომხმარებლებიდან შერჩეულ სეგმენტსავტომატურად გამოუჩნდება თქვენი შეთავაზება, რომელიც შეიძლება იყოს ქეშბექი, ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები და ასე შემდეგ. Ads მენეჯერის შეთავაზება უკვე საქართველოს ბანკისარაერთმა ბიზნესმომხმარებელმა შექმნა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სწრაფი კვების რესტორანიFryday-ია. თუ რატომ გადაწყვიტა FryDay-მ Ads მენეჯერით სარგებლობა და როგორია შეთავაზებისშედეგები, რესტორნის სოც. მედია მენეჯერი, ნანუკა სტურუა, საუბრობს.

"საქართველოს ბანკთან სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, ახალიპროექტის გამოჩენისთანავე, დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ. Ads მენეჯერის მეშვეობით ზუსტადშევძელით, ჩვენი შეთავაზება კონკრეტული აუდიტორიისთვის მოგვერგო. ვფიქრობთ, რომ ეს არისერთ ერთი საუკეთესო სივრცე, სადაც უკეთ შევძელით, მომხმარებლისთვის თავი გაგვეცნო. გაყიდვების ზრდა სწორი შეთავაზების დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია. Ads მენეჯერი გაძლევსსაშუალებას, ზუსტად შეარჩიო სამიზნე აუდიტორია, განსაზღვრო სწორი არეალი, ასაკობრივი ზღვარითუ სქესი, გაანალიზო გაყიდვები და უფრო ეფექტიანად დაგეგმო ბიუჯეტი. ასევე, გახადო კვებისობიექტი ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ამავდროულად კი მათთვის სასიამოვნო გარემოდა გემრიელი კერძები შეღავათიან ფასად შესთავაზო", — ამბობს ნანუკა სტურუა.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შემდეგ გაყიდვების პროცესზე დაკვირვებაც შეგიძლიათანალიტიკის მეშვეობით გაიგებთ:

  • რამდენი ადამიანი დაინტერესდა შეთავაზებით;
  • როგორია გაყიდვების მაჩვენებელი;
  • მიიზიდეთ თუ არა ახალი მომხმარებლები;
  • ძველი მომხმარებლებიდან რამდენმა ისარგებლა შეთავაზებით და .შ.

ეს ინფორმაცია კი სამომავლო შეთავაზების დაგეგმვასა და ბიზნესის განვითარებისთვისმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ.

"პირველივე აქციის შედეგები ძალიან კარგი იყო, გაყიდვების მაჩვენებელი 400-500%-ით გაიზარდა, ამიტომ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და მომხმარებლებს სხვადასხვააქციას შევთავაზებთ. ჩვენი გეგმები და მიზნები საკმაოდ დიდი და ამბიციურია, მათ შორის, ერთერთი ზუსტი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მომხმარებლის ზრდაა, ამისთვის კი Ads მენეჯერისაუკეთესო საშუალებაა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ვგეგმავთ საქართველოს ბანკთანვითანამშრომლოთ და Ads მენეჯერის შეთავაზებაც გამოვიყენოთ", — აღნიშნა ნანუკა სტურუამ.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ ზუსტ ინსტრუქციას აქ ნახავ, ხოლო თუ უკვე მზად ხარშეთავაზების შესაქმნელად, ამ ბმულზე შეგიძლია გადახვიდე და ახლავე დაიწყო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები